კიევში რუსული საავიაციო რაკეტის განეიტრალებას დროს, ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრჩელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რეგიონების ხელმძღვანელებს კრემლის მიერ სპეციალურ სამხედრო ოპერაციად წოდებული ომის მიზნები განუმარტა და აღნიშნა, რომ ეს არის ბრძოლა რუსეთის სუვერენიტეტისთვის.
ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციას ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე ჩინეთის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს უკრაინას ეკონომიკურად და პოლიტიკურად.
ჩვენ თავადაც შესანიშნავად მოვაწყობთ არასაფრენ ზონას იმ იარაღით, რასაც ახლა გადმოგვცემენ - არესტოვიჩი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი ოლექსი არესტოვიჩი, აშშ-დან უკრაინისთვის დაგეგმილი შეიარაღების მიწოდების ფაქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უკრაინა ამ იარაღით არასაფრენი ზონის მოწყობას თავადაც შეძლებს.
ქალაქ მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი, რომელიც რუსმა აგრესორებმა 11 მარტს გაიტაცეს, დღეს უკრაინული მხარის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თავისუფალია.