დიდი ბრიტანეთის პრემიერმა კონსერვატიული პარტიის ფორუმზე განაცხადა, რომ უკრაინაში თავისუფლების დასრულება ნიშნავს საქართველოსა და მოლდოვაში ყოველგვარი თავისუფლების იმედის გაქრობას.
უკრაინაში რუსეთის აგრესიას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა. ბახვა ჩიქობავა ოკუპანტებმა მარიუპოლის დაცვისას მოკლეს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ღიად განაცხადა, რომ „ნატო არ შექმნის უკრაინაში არასაფრენ ზონას“, თუ არ აღიარებთ ომს და გეშინიათ პუტინის, პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ძალებმა და გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა მტრის 2 თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ოკუპანტებმა მიიღეს ბრძანება, გააკეთონ ყველაფერი, რათა ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიონ და ეს, მათი აზრით, სამომავლოდ უკრაინის რუსებთან თანამშრომლობის საფუძველი გახდება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრისას განმარტა დეტალები იმ გეგმის შესახებ, თუ როგორ აპირებს უკრაინა საომარი მოქმედებების დროს იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებას და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას.