ცოტა ხნის წინ პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერმინისტრები კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის და პრემიერს შეხვდნენ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათთან შეხვედრის ამსახველი მასალა რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკოს განცხადებით, ოდესის ოლქის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტზე ავიაციისა და ხომალდების მხრიდან სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თავად ავრცელებს.
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათთვის გასაგებია, რომ უკრაინა NATO-ში ვერ შედის და ამის აღიარება მნიშვნელოვანია.