ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა და ეს ასე გაგრძელდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ბელარუსები ქმნიან ბარიერებს უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსის ჯარების შეყვანისთვის. ამის შესახებ თწიტტერ-ზე ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის სვეტლანა ტიხანოვსკაიას მრჩეველმა ფრანაკ ვიაჩორკამ განაცხადა.
უკრაინამ ოდესის სანაპიროსთან რუსეთის სამხედრო გემი გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
სუმის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „სუმიხიმპრომის“ ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ამიაკის გაჟონვა მოხდა.
მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშენკომ BBC-ს განუცხადა, ქალაქი არ შეწყვეტს თავის დაცვას და იბრძოლებს უკანასკნელ ჯარისკაცამდე.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მორიგ შემაჯამაბელ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინელ გმირებს და მოსახლეობას თავგანწირვისთვის მადლობას კიდევ ერთხელ უხდის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ მორიგ შემაჯამაბელ ვიდეომიმართვაში, მისი ისრაელის პარლამენტთან ვიდეოჩართვის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია ებრაელ ხალხს და დეპუტატებს აქვთ თავიანთი სტრატეგია, რომლითაც მოქალაქეებს იცავენ და ისინი მხარს დაუჭერენ უკრაინას.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მორიგ შემაჯამაბელ ვიდეომიმართვას ავრცელებს, და ამბობს , რომ სწავლებაზე წასული რუსი სამხედროები და შემთხვევით უკრაინის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, მათ მიერ მოგონილ "უკრაინელ ნაცისტებს" ეძებენ და ვერ პოულობენ.
რუსეთი უკრაინისგან მარიუპოლის დანებებას დაჟინებით მოითხოვს და ვადას ადგილობრივი დროით, 21 მარტის დილის 5 საათამდე უწესებს. ინფორმაციას რუსული მედია РИА Новости ავრცელებს.