ვოლოდიმირ ზელენსკის მორიგი მიმართვა ომის 31-ე დღეს - უკრაინის პრეზიდენტი ტრადიციისამებრ თავისი ქვეყნის და და ხალხის მისალმებით იწყებს ვიდეომიმართვას და აღნიშნავს იმ დეტალებს, რომელიც უკრაინელი ხალხის თავგანწირვაზე და შეუპოვრობაზე მეტყველებს.
"თავისუფალი ქვეყნის თავისუფალო მოქალაქეებო! თავისუფალი სლავოტიჩი, რომელიც დღეს დამპყრობლებს არ დანებდა, ქუჩაში შეკრებილი ათასობით ადამიანი მტერს ერთი რაღაცისკენ მოუწოდებდა - წადით სახლში, სანამ ჯერ კიდევ შეგიძლიათ სიარული.
სლავოტიჩში შესულ ოკუპანტებს ზუსტად ისეთივე რეაქცია დახვდათ, როგორც სხვა დანარჩენ ქალაქებში.
უკრაინა ერთიანია ერთი იდეის ირგვლივ და ეს არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და საკუთარი ოცნება და არა ავადმყოფი მტრის.
დღემდე, სადაც მტერი შევიდა, სადაც კი მოქალაქეების გატეხვა სცადა, ყველგან დახვდათ ერთი პოზიცია - ნახულობენ რომ უკრაინა ერთიანია და მას აქვს ისტორიული ფესვები და მორალური მტკიცებულება რომ უკრაინა უკრაინელებისაა. ოკუპანტებს ვერაფერი უშველის, რაც არ უნდა ქნან.
ჩვენი ტელევიზიების გათიშვა და პროპაგანდით სავსე რუსული არხების ჩართვა, ასევე გრივნას ამოძირკვა და რუბლის დარიგება, ამას თვითონ რუსები ჩათვლიან მალე უაზრობად. ასევე, არ უშველით 1-2 ადგილობრივის მოსყიდვა იმის განსასახიერებლად, თითქოს უმრავლესობას წარმოადგენენ.
რუს სამხედროებს ელოდებათ მხოლოდ სიძულვილი და წყევლა. ბოლოს კი, ჩვენ სამხედროებიც მიხედავენ.
ჩვენი გლეხები ტყვედ იყვანენ რუს მფრინავებს, ასევე ჩვენი ტრაქტორისტების ჯარი- ჩვენი ფერმერები, ტრაქტორებით იპარავენ მტრის ტექნიკას და ჩვენს სამხედროებს აძლევენ. ასევე, უახლეს ტექნიკას, რომელსაც მტერი დიდხანს ასაიდუმლოებდა.
ამ ტექნიკას ოკუპანტები ტოვებენ და თვითონ გარბიან. პრინციპში, სწორადაც იქცევიან. უკეთესია აქედან გაიქცნენ, ვიდრე აქ მოკვდნენ. სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს და არც იარსებებს.
მტერს მედგრად ებრძვიან ჩვენი შეიარაღებული ძალები, თითოეული ჯარისკაცი და ეროვნული გვარდია, რომელსაც კიდევ ერთხელ ვულოცავ იუბილეს. მადლობელი ვარ თითოეული წევრის, სამშობლოს დასაცავად გაღებული თავდადებისთვის. დღეს დავაჯილდოვე ეროვნული გვარდიის წევრები გმირების ორდენით. ომის დაწყების დღიდან, ეროვნული გვარდიის 476 წევრი დაჯილდოვდა უკრაინის უმაღლესი ჯილდოთი."– ზელენსკი.