უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელნსკიმ მორიგი ვიდეომიმართვისას, ომის დაწყებიდან 26 დღეს, უკრაინელები კიდევ ერთხელ გაამხნევა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ყველა მათგანის განსაცდელს იზიარებს, მათ გვერდითაა და მადლიერია იმ შეუპოვარი ბრძოლისთვის რასაც ისინი თავიანთ ქალაქებში შიშველი ხელებით ცდილობენ.
დიდებული ქვეყნის დიდებულო ერო – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ უკრაინელებს. ზელნსკიმ მორიგი ვიდეომიმართვისას, ომის დაწყებიდან 26 დღეს, უკრაინელები კიდევ ერთხელ გაამხნევა და შეახსენა, რომ სახელმწიფო ყველა მათგანის განსაცდელს იზიარებს, მათ გვერდითაა და მადლიერია იმ შეუპოვარი ბრძოლისთვის რასაც ისინი თავიანთ ქალაქებში შიშველი ხელებით ცდილობენ.
მარიუპლიდან საევაკუაციო დერეფნით მოსახლეობის გაყვანის დროს, რუსმა ოკუპანტებმა ოცამდე ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ზაპაროჟიეს ოლქის ხელმძღვანელზე ალექსანდრე სტარუხზე დაყრდნობით იუწყება.
ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ის წყაროს თანახმად, რომელიც ამერიკელი მაღალჩინოსანია, იუწყება , რომ რუსეთი შეეცდება, ახალი სტრატეგიის თანახმად, მოპოვებული ტერიტორიული ობიექტები დაიცვას და ზეწოლა გაზარდოს უკრაინის ხელისუფლებაზე, მათ შორის, ქალაქების დაბომბვით, რათა საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება შეძლოს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას არ შეუძლია შეასრულოს რუსეთის ულტიმატუმი, ამისთვის საჭიროა ყველას განადგურება და აღნიშნა, რომ ულტიმატუმები უკრაინასთან ომის პროცესში რუსეთს არავითარ შედეგს არ მოუტანს.