რუსეთის ყოფილმა პრემიერმა და ერთიანი რუსეთის მთავრობის ამჟამინდელმა თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევმა “რიო ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში "სპეცოპერაციის" დაწყება უშუალოდ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაა და ის, ამ საკითხზე შეფასებებს აღარ გააკეთებს.
„როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა ოპერაციის დაწყება, თქვა, რომ კურსი და მისი განხორციელების გეგმები უმაღლესი სარდლობის მიერ იყო მომზადებული, მაგრამ ის თავადაა პასუხისმგებელი. ოპერაცია მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, რომელიც მომზადებულია და დამტკიცებულია უმაღლესი სარდლობის მიერ. ამიტომ მე ამას აღარ შევაფასებ“, – განაცხადა მედვედევმა.
მთავარი უკრაინელი მომლაპარაკებლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით კი, მედვედევის განცხადება იმის ნიშანია, რომ რუსული ელიტა ცდილობს ომისგან დისტანცირებას, რადგან ესმის მისი შედეგები.