ხარკოვის ფიზიკისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის ბირთვული კვლევითი რეაქტორი რუსმა სამხედროებმა დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესხებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„რუსული არმია კვლავ დაესხა თავს ხარკოვში ბირთვული კვლევის ობიექტს“, -წერია უკრაინის პარლამენტის „ტვიტერის“ გვერდზე.
უმაღლესმა რადამ უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექციის ციტირებაც მოახდინა, სადაც ნათქვამია, რომ საომარი მოქმედებების გამო, რომელიც ბირთვული დანადგარის ზონაში არ წყდება, ამჟამად შეუძლებელია ზარალის დადგენა.