უკრაინელმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქები, პოლტავკა და მალინივკი ოკუპაციისგან გაათავისუფლეს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ვიდეოს გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ უკრაინულმა ჯარებმა კონტროლი აღადგინეს სუმის ოლქის რამდენიმე სოფელზე, ისევე როგორც ვილხივკას დასახლებაზე, რომელიც უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 32 კილომეტრში მდებარეობს.