უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან განაცხადა, რომ თუ ქვეყანას რეალურად შესთავაზებენ ნატოში გაწევრიანებას უკრაინა დათანხმდება, მაგრამ, იქვე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ მას ამის მოლოდინი არ აქვს და ეს არ მოხდება.
მისი თქმით, უკრაინა გახდებოდა ნატო-ს წევრი, მაგრამ ალიანსი ამისთვის მზად არ არის.
„უკრაინას არ აქვს ქვეყნების სია, რომლებსაც გარანტორად დადგომა შეუძლიათ. ხვალ თუ ჩვენ ნატო-ში გაწევრიანებას შემოგვთავაზებენ, არ ითამაშებენ ჩვენი სიცოცხლით, არამედ სერიოზულად შემოგვთავაზებენ, ჩვენ გავწევრიანდებით, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ მოხდება და სამწუხაროდ, არ მოხდა. ამიტომ ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიებს შევქმნით, რომელიც დაგვეხმარება, დავიცვათ სიცოცხლე“, – განაცხადა ზელენსკიმ.