ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთის მიერ კიევის ოლქიდან ჯარის გაყვანა „კეთილი ნების“ ჟესტი იყო.
„მოლაპარაკებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, ჩვენ გვინდოდა კეთილი ნების ჟესტი გაგვეკეთებინა. ჩვენ შეგვიძლია სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება მოლაპარაკებების დროს, ამიტომ პრეზიდენტმა პუტინმა უბრძანა ჩვენს ჯარებს დაეტოვებინათ კიევის ოლქი", - განაცხადა პესკოვმა.
მან აღნიშნა, რომ მოსკოვს „სამხედრო ოპერაციის“ მოლაპარაკებების გზით დასრულება სურს და დაინტერესებულია, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წამოყენებულ პირობებს დათანხმდეს.