დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი რუს ხალხს მიმართავს და ამბობს, რომ ხალხი იმსახურებს სიმართლეს და ფაქტების ცოდნას იმაზე, თუ რა საშინელი სისასტიკე ჩაიდინეს რუსმა სამხედროებმა უკრაინაში.
"რუსი ხალხი იმსახურებს სიმართლეს, თქვენ იმსახურებთ ფაქტებს. რუსი სამხედროების მიერ ჩადენილმა სისასტიკემ, ბუჩაში, ირპინსა და უკრაინის სხვა ქალაქებში, მსოფლიო შეძრა. მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს - ხელშეკრულები დახვრიტეს. ქალები მათი შვილების თვალწინ გააუპატიურეს. სხეული სასტიკად დაწვეს, მასობრივ საფლავებში გადაყარეს ან უბრალოდ ქუჩაში დატოვეს. ცნობები იმდენად შოკისმომგვრელია, იმდენად ამაზრზენია, გასაკვირი არაა, რომ თქვენი მთავრობა თქვენგან მის დამალვას ცდილობს.
თქვენმა პრეზიდენტმა იცის, რომ თუ ნახავდით იმას, რაც ხდებოდა, თქვენ მის ომს მხარს არ დაუჭერდით. მან იცის, რომ ეს დანაშაული ღალატობს ყველა რუსი დედის ნდობას, რომელიც ამაყად ემშვიდობება მის ვაჟს, სამხედრო სამსახურში წასვლის დროს და მან ეს იცის, რომ ეს ლაქაა თავად რუსეთის ღირსებაზე. ლაქა, რომელიც ყოველდღიურად უფრო დიდი და წარუშლელი გახდება, მანამ, სანამ ეს ომი გრძელდება.
მაგრამ ნუ დაუჯერებთ მხოლოდ ჩემს სიტყვებს: რაც თქვენ გჭირდებათ არის VPN კავშირი, რომ წვდომა გქონდეთ დამოუკიდებელ ინფორმაციაზე მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან და როცა იპოვით სიმართლეს, გააზიარეთ ის.
პასუხისმგებელი ადამიანები პასუხს აგებენ და ისტორიას დაამახსოვრდება ისინი, ვინც ამას გვერდი აუარა. თქვენს პრეზიდენტს ბრალად ედება ომის დანაშაულის ჩადენა, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ის თქვენი სახელით მოქმედებს",-თქვა ბორის ჯონსონმა.