ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად ქვეყანა 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, ფინანსური სისტემის სტაბილურობა განგრძობადი მიზანია და მიღებული ზომების დახმარებით, მუდმივი ანალიზით, ფინანსური სისტემა კარგად უძლებს სიტუაციას.
რუსეთის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს 1 351 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 3 825 კი დაშავდა.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ დღეს მედიის საქმიანობის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო მედიამ არა მხოლოდ აუდიტორიის მობილიზება და განათლება უნდა შეძლოს, არამედ საკუთარ განვითარებაზეც უნდა იფიქროს.
გაეროს ადამიანის უფლებათა ჯგუფის ინფორმაციით, მარიუპოლში "მასობრივი საფლავებია", ერთ-ერთში 200-მდე ცხედარია ნაპოვნი.
ოკუპანტები განზრახ ანადგურებენ საცხოვრებელ შენობებს და არასამხედრო ობიექტებს. ომის ერთი თვის განმავლობაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი გახდა რუსული არმიის მსხვერპლი - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი იტყობინება.
უკრაინელი პოლიციის გენერალი, ვიაჩესლავ აბროსკინი რუს ოკუპანტებს მარიუპოლიდან ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ, საკუთარ თავს სთავაზობს. ამის შესახებ მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა, მან ომიდან ერთი თვის თავზე, უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და საბჭოს წევრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 200 ოკუპანტი გაანეიტრალეს და გაანადგურეს მრავალი ერთეული ტექნიკა.
კუნძულ ზმეინის მესაზღვრეები, რომლებიც რუსებმა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე დაატყვევეს, დღეს გაათავისუფლეს - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა.