უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დავით გობეჯიშვილია. ის მასობრივი დაბომბვის დროს, ირპენში დაიღუპა. ეს არის მეოთხე ქართველი გმირი, რომელიც უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძოდა. მისი ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი უკრაინელი ჯარისკაცების მხრიდან კადიროველების მიმართ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და მოუწოდა, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და კადიროველების გამო მთლიანად მუსლიმებს არ მიაყენონ შეურაცხყოფა. საქმე ეხებოდა მოკლული კადიროველების ღორის ტყავში გახვევის მუქარას, უკრაინულ სალაზე დაპატიჟებას და ა.შ
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 26 მარტამდე პერიოდს.
გამოცემა The Washington Post პენტაგონის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ აქვთ მინიშნებები, რომ რუსები სამხედრო ძალებს უკრაინის მიმართულებით საქართველოდანაც იზიდავს (იგულისხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები)