"ინდეფენდენთი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვლადიმირ პუტინმა 100 000-მდე უკრაინელი ლუჰანსკის და დონეცკის ოლქებიდან იძულებით გამოიყვანა და მათი სახლებიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით გაასახლა, საუბარია ციმბირზე. "ინდეფენდენთი" რუსეთის მთავრობის ოფიციალურ ბრძანებას ეყრდნობა.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 4 500 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ყველაზე მეტი ლტოლვილი პოლონეთმა მიიღო. 24 თებერვლის შემდეგ პოლონეთში 2 მილიონ 600 ათასზე მეტი უკრაინელი შევიდა. რუმინეთში 700 000, მოლდოვაში 410 000, უნგრეთში 430 ათასამდე, სლოვაკეთში კი 320 ათასზე მეტი. იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა.