უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინაში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი, ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს'
ზელენსკი წერს, რომ მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს მედვედჩუკის ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც მას უკრაინული სამხედრო ფორმა აცვია და ხელბორკილი ადევს.
ვიქტორ მედვეჩუკი, უკრაინის ოპოზიციური პლატფორმა ,,სიცოცხლის" ლიდერია, ის პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსია. მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და შინაპატიმრობაში იყმოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ გაიქცა. მისი ადგილსამყოფელი, დღევანდელ განცხადებამდე უცნობი იყო.