საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 750 მილიონით დაეხმარება, საუბარია სამხედრო დახმარებაზე. სააგენტო ინფორმაციას ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერის“ ინფორმაციით, დახმარების შემადგენლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ ის დღეს გახდება ცნობილი.
კონგრესის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ დახმარება სავარაუდოდ, მოიცავს უკრაინისთვის მძიმე სახმელეთო საარტილერიო სისტემების გადაცემას, მათ შორის ჰაუბიცების მიწოდებას.
თეთრმა სახლმა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომიკამ უზრუნველყო 1,7 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება უკრაინაში 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ, რომელსაც რუსეთი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.