უკრაინის პრეზიდენტმა ლიეტუვის პარლამენტს მიმართა. ზელენსკი ახალ სანქციებს ითხოვს. აუცილებელია, ევროკავშირის თითოეული ქვეყნისთვის განისაზღვროს კონკრეტული ვადები რუსული ენერგორესურსების გამოყენების შეზღუდვისთვის - აცხადებს ზელენსკი.
პრეზიდენტის თქმით, მეექვსე პაკეტში შეტანილი უნდა იყოს ნავთობი და სანქციები უნდა დაწესდეს ყველა რუსულ ბანკზე.
"ასობით ბავშვი დარჩა მშობლების გარეშე. ზუსტად რამდენი მსხვერპლია, დღემდე არ ვიცით. ასობით გაუპატიურებული მსხვერპლია, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები ან ძალიან მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვილებიც კი. საშინელებაა ამაზე საუბარი, მაგრამ ეს ასეა. ჩვენ არ შეგვიძლია ველოდოთ მეშვიდე, მერვე, მეათე ან მეოცე პაკეტის განვითარებას, ჩვენ უნდა მივიღოთ მართლაც ძლიერი გადაწყვეტილებები მეექვსე სანქციების პაკეტში.
ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება, მათ შორის ნავთობზე, რუსეთის ბანკების სანქციებზე, მაგრამ ყველას და არა ზოგიერთს. კონკრეტული ვადები უნდა დაწესდეს ევროკავშირის თითოეული ქვეყნისთვის, რათა რეალურად უარი თქვას ან მნიშვნელოვნად შეზღუდოს რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარება. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ამ ომზე. რუსეთის ოფიციალური პირები და განსაკუთრებით სამხედროები არიან დამნაშავეები ომის დანაშაულებში. გასაგებია, რა გეგმები აქვს რუსეთს. უკრაინა მხოლოდ დასაწყისია. ბალტიისპირეთის ქვეყნები, მოლდოვა საქართველო პოლონეთი უკვე საუბრობს მოსკოვის საფრთხეებზე,"- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.