დაზვერვის ინფორმაციით, მარიუპოლში 13 მობილური კრემატორიუმია, რომლებიც ქუჩებს ასუფთავებენ დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებისგან.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Pravda ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოზე დაყრნობით ავრცელებს.
დაზვერვის ცნობით, ბუჩაში უკრაინელი ხალხის გენოციდის გამო საერთაშორისო გამოხმაურების შემდეგ, რუსმა ჯარებმა დაიწყეს მობილური კრემატორიების გამოყენება.
კერძოდ, მარიუპოლში დაფიქსირებულია 13 მობილური კრემატორიუმი, რომლებიც ქუჩებს ასუფთავებდნენ დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებისგან. ოკუპანტები ცდილობენ სისასტიკის ყველა პოტენციური მტკიცებულება გაანადგურონ.
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ დააფიქსირა მობილური კრემატორიუმის გამოყენება ჩერნიგოვის რეგიონშიც.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ ზარალის დასაფარად ამ კრემატორიუმებში რუსი სამხედროებიც იწვებიან.