უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქი ნიკოლაევი "სმერჩის" და "გრადის" ტიპის რაკეტებით დაბომბეს, ამის შესახებ ნიკოლაევის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ვიტალი კიმმა განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვერსალში შარლ მიშელთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი მიზანია მიზანია, წნეხით აიძულონ რუსეთი, ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს.
ბოლო 24 საათში რუსებმა ხარკოვი 89-ჯერ დაბომბეს. ქალაქის მერის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ავიაიერიშების შედეგად 48 სკოლა განადგურდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაიბომბა ხარკოვის ფსიქიატრიული საავადმყოფოც. უკრაინული მხარის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულების თავშესაფარში 330 ადამიანი იმყოფებოდა და მათ ნაწილს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. ხარკოვში ასობით სახლი გათბობის გარეშეა დარჩენილი.