ყველასთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტი პუტინი კონტაქტზე უარს არასდროს ამბობს, უბრალოდ გვსურს, რომ ეს არ იყოს კონტაქტი კონტაქტისთვის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ვითარება ჩერნობილის დაკონსერვებულ ატომურ სადგურზე საფრთხის შემცველია, რადგან ის ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და გენერატორზე მუშაობს.
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ხვალ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას NEXTA "ტელეგრამზე" ლუკაშენკოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ანტალიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს. როგორც მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, ახლა საჭიროა საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია, სიძლიერე სისუსტის ნაცვლად.
ეს მოლაპარაკებები იყო ორივე: რთულიც და მარტივიც - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ანტალიაში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჩვენ რისკებსა და საფრთხეებს საიდანაც ვხედავდით, იქიდან ვხედავთ, უბრალოდ გამძაფრებულად, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდასხმის 10-ზე მეტ მცდელობას გადაურჩა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებასა და მის რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
ACT-ს კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მოსახლეობის 87% თვლის, რომ "უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის. ამასთან, მოსახლეობის 96%-ს მიაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები სრულად ან ნაწილობრივ საქართველოსაც ეხება.