ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს. მისი თქმით, ამგვარი ნაბიჯი ომის დანაშაული იქნება.
ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ- ს საკონსულოსთან 5 რაკეტა ჩამოვარდა. საკონსულოსთან ახლოს ქალაქის აეროპორტიც მდებარეობს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ნაფტალი ბენეტს სატელეფონო საუბრის დროს მელიტოპოლის მერის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.
რუსი მწერალი, ვიქტორ შენდეროვიჩი ამბობს, რომ რუსეთი არ არსებობს, როგორც ქვეყანა, არ არსებობს რუსეთის სახელმწიფო. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განაცხადებით, ვოლნოვახა, როგორც ქალაქი, აღარ არსებობს, მისი ინფრასტრუქტურა სრულად განადგურებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების კიდევ ერთი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი „ფაისბუქში“ წერს.