global distribution
გარე ავეჯი
ამერიკის შეერთებულ შტატებში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა - დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია 21 ადამიანი - მათ შორის 18 ბავშვი.
 
შემთხვევა ტეხასის შტატის ქალაქ უვალდეში მოხდა. ცეცხლი 18 წლის ახალგაზრდამ, სალვადორ რამოსმა გახსნა. მოკლულთა შორის 2 მასწავლებელია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი პოლიციელის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.
 
უვალდეს საავადმყოფოშია გადაყვანილი 13 დაშავებული მოსწავლე. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
 
762