შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებით 200 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების უფლება გასცა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
უკრაინის უმაღლესმა რადამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა დაბომბილი ქალაქების ფოტო და ოკუპანტებს შეჩერებისკენ მოუწოდა.
ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს აფხაზეთის რეგიონში 12 მარტს გამართული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და მის შედეგს არ აღიარებს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
რუსეთის პრეზიდენტს, საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის დღეს, უკრაინის ომთან დაკავშირებით, სამხრივი სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოუერი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ოდესასთან 600 რუსმა საზღვაო ქვეითმა ხელმძღვანელობას ბუნტი გამოუცხადა და ხომალდის დატოვებაზე და უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.