
უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში გადაღებული ვიდეო, სადაც აღბეჭდილია აფეთქება და ცეცხლის შედეგად დაზიანებული სამხედრო ავტომობილი, რუსი სეპარატისტების მიერ ინსცენირებული თავდასხმაა და მთავარი მიზანი დაძაბულობის კიდევ უფრო გაზრდაა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, გრიფი „საიდუმლო“ მოხსნას პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს.

გაერთიანებულ სამეფოს შტორმი „იუნისი“ დაატყდა თავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსის 14 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა პროცენტული წილი, ვინც გაიკეთა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე პირველი დოზა და ჰქონდა რამე გვერდითი მოვლენა, 36.9 პროცენტს შეადგენს.




