უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინულმა არტილერიამ მელიტოპოლის მახლობლად რუსული ძალების 200-მდე ერთეული ტექნიკა გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები იმდენად დაღლილები არიან, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აღჭურვილობის სარემონტო სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება შეწყვიტეს, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა.
რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობა და ომში მხარდაჭერა სთხოვა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The New York Times შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიაში უკრაინელი ლტოლვილებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post ავრცელებს.
სხალთის მიტროპოლიტმა, მეუფე სპირიდონმა საკვირაო ქადაგებისას საქართველოს იმ მოქალქეებს მიმართა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთს აკრიტიკებენ და ლანძღავენ.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ამბობს, რომ ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა თავის სპეცრაზმს უკრაინაში ბავშვების გატაცება დაავალა.