რაჭაში, ონთან ახლოს რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა.
როგორც, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიწისძვრა თბილისის დროით 01:49 საათზე დაფიქსირდა, რომლის სიმძლავრეც 3.2 მაგნიტუდით (ML) განისაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ რაჭაში, ონიდან 2 კილომეტრში, სოფელ ონჭევში მიწისძვრა ორი დღის წინაც მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.4 მაგნიტუდა (ML) იყო.
ცნობისთვის, იგივე ტერიტორიაზე მარტის თვეში მიწისძვრა 3 ჯერ დაფიქსირდა.