უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს არ გადაუკვეთავს და საქართველოს ცა გამოიყენა რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს კუთვნილებაში არსებულმა საჰაერო ხომალდმა.
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ განიხილება მისი ვიზიტი უკრაინაში.
დღეს, მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე, რუსეთის დედაქალაქის ცენტრში შეკრებილებმა ყირიმის ანექსიის 8 წელი აღნიშნეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის რომ უკრაინაში იყოს, წინა ხაზზე გავიდოდა, ვინაიდან 2 წელი ჯარშიც იმსახურა და საქართველოში რეზერვისტის კურსიც გავლილი აქვს. ამის შესახებ, მესამე პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
თბილისში, სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, რომელმაც 82 წლის ნათესავი ქალი ჯერ ბასრი საგნით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი მოუკიდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება.
ვმუშაობთ, წელიწად-ნახევარი კი ბევრია, შეიძლება, მაგრამ შეიძლება დავიჭიროთ, შეიძლება ვერ დავიჭიროთ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა.
პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ დასავლეთს არ გამოუვიდა რუსეთისთვის "ეკონომიკური ბლიცკრიგი" მოეწყო.
ბრიტანელი, კანადელი და ამერიკელი კანონმდებლების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გერმანიის პარლამენტშიც გამოვიდა. მისი თქმით, ევროპაში აღმართულია “ახალი კედელი”, რომელიც ჩაგრულ სახელმწიფოებს თავისუფალი ქვეყნებისგან ყოფს.