აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის N 30 ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ი სკოლის პედაგოგებს და მხატვრებს თეა გამხიტაშვილს და ნინო იოსავას ესეუბრა.
„გამოფენა თბილისის მერიის N 30 ხელოვნების სკოლის დირექტორის მანანა კევლიშვილისა და დირექტორის მოადგილის ლეილა აბრამიშვილის ინიციატივთ და უაშუალო ჩართულობით მოეწყო, სადაც 20 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა“ – განაცხადა თეა გამხიტაშვილმა.
მისივე თქმით, მანანა კევლიშვილმა და ლეილა აბრამიშვილმა სკოლის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს, დანარჩენ მონაწილეებს კი სიგელები.
„თბილისის მერიის N 30 ხელოლიოვნების სკოლის მოსწავლეები, რომლებიც გამოფენაში მონაწილეობდნენ გამორჩეული ნიჭის მქონე ბავშვები არიან და მათ განათლებას ხელოვნების მიმართულებით დედაქალაქის მერია აფინანსებს“ – აღნიშნა ნინო იოსავამ.