რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს. გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო. ინფორმაციას გამოცემა Unian-ის ავრცელებს.
საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა დაადასტურა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი, რომელიც ვოლოდომირ ზელენსკის გადაწყვეტილებით იყო გაწვეული, საქართველოშია. ამასთან, კასიანოვმა განაცხადა, რომ ისინი საომარი მდგომარეობის დროს, უკრაინის დიპლომატიური სამსახურის მუშაობის შესახებ ინფორმაციას ვერ გაამხელენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ოფიციალურ კიევს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ირანში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რიმ ნატომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მდგომარეობა უფრო მეტად არ დამძიმდეს.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უკრაინაში შექმნილ ვითარებასა და უკრაინაში მიმდინარე იმზე ისაუბრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსული არმიის შეტევა კიევზე თვითმკვლელობა იქნება და ისინი ამაზე არ წავლენ.
დღეს, თბილისის დროით 16:25 საათზე, ვანთან, 4.7 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
ნატო მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ალიანსია, თუმცა ამ ალიანსის ზოგიერთი წევრი ჰიპნოზირებულია რუსეთის აგრესიის მიერ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელი ლიდერების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.
რუსეთის ეკონომიკა სირთულეების წინაშეა, თუმცა ნებისმიერი სირთულე, ამავდროულად არის განვითარების, განახლების, დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ახალი წარმოების გახსნის შესაძლებლობა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სანქციების მეოთხე პაკეტის შეფასებისას განაცხადა.