
ისრაელ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, დღეს თბილისის ანძა ისრაელის დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ, ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.
"ისრაელ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თბილისის ანძა ისრაელის დროშის ფერებში განათდა.
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქალაქის მერს კახა კალაძეს და თბილისის მუნიციპალიტეტს მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.