ცობილი შოუმენის და მსახიობის, ალა პუგაჩოვას მეუღლის, მაქსიმ გალკინის განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ერთ-ერთმა პირველმა გააკრიტიკა რუსეთი უკრაინაში დაწყებული ომის გამო.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მეცნიერებმა, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი. მისი თქმით, მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომ ახალი ვარიანტი, სულ მცირე, 17 პაციენტში დააფიქსირეს - აშშ-სა და ევროპაში. აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში.
არსებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოაწყვეს.
უკრაინის ყოფილი დეპუტატი რამზან კადიროვის ლიკვიდაციისთვის ჯილდოს აწესებს. ევგენ რიბჩინსკი დაუთმობს საკუთარ სახლს და 40 ჰექტარ მიწას კიევთან, მას ვინც ჩეჩნეთის ლიდერის მოკლავს - ამის შესახებ დეპუტატმა საკუთარი Facebook-ის გვერდზე დაწერა.
მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას ევროპის დედაქალაქებში ოფიციალურ ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა. რის გამო მას მოუწია, რომ ოფიციალური ვიზიტები პირად ვიზიტებად გადაეკეთებინა.
პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს, უმძიმესი დღეები უდგას და დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოდან გაწვეული ელჩის უკან დაბრუნების თხოვნით მიმართა.
ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია“! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა.
ბელარუსმა სპეცრაზმმა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი ავრცელებს.