„ჯპს-ი“ 1 ივნისიდან აკა სინჯიკაშვილის ინიციატივით შეიქმნილი სპეციალური ცენტრის „მოხალისეები ადამიანებისთვის“ ახალ პროექტს შეუერთდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს კომპანიიდან აცნობეს.
„ჯპს-ის“ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გახდეს ამ პროექტის მონაწილე და „ჯპს-ში“ სპეციალურად გამოყოფილ კალათებში დატოვოს ბავშთა კვების, საფენების ან მოვლის პროდუქტები.
პროექტი გრძელვადიანია და ერთიანი ძალებით აუცილებლად შევძლებთ, რომ საქართელოში მცხოვრებ ყველა პატარას ჰქონდეს საკვები და ჯანმრთელობისთვის საჭირო პროდუქტები“ – აღნიშნავენ „ჯპს-ში“.