ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა.
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ომი მაისისთვის უნდა დასრულდეს, რადგან თუკი რუსეთი შეჭრას განაგრძობს, მას რესურსები ამოეწურება.
5-6 მარტს რუსეთში ჩატარებული კვლევის თანახმად. რუსეთის მოქალაქეების 68% უკრაინაში აგრესიას მხარს უჭერს. “საზოგადოებრივი აზრის ფონდის” მიერ დასმულ კითხვაზე “სწორია თუ არა უკრაინაში სამხედრო ოპერაციის წარმოება?”, პასუხი სწორია 68 პროცენტმა გასცა, “არასწორია” 15%-მა. 17%-ს კითხვაზე პასუხი გაუჭირდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ რუსი ჯარისკაცები უკრაინელებს დანებდებიან, ეს იქნება შანსი, რომ გადარჩნენ.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებიტ, უკრაინული ძალები რუს ჯარებს დამანგრეველ ზიანს აყენებენ. ამის შესახებ მან მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ საუბარი კოვიდის ახალი შტამის აფეთქებაზე, რომელზეც ფიქრობენ, რომ ომიკრონისა და დელტას ჰიბრიდია, ჯერჯერობით, ძალიან ადრეა.
რუსეთის "პირველი არხის" თანამშრომელმა, რედაქტორმა მარინა ოვსიანიკოვამ, რომელიც საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ეთერში პლაკატით შევიდა, პროტესტის გამოხატვამდე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ რუსეთის „პირველ არხზე“ პროპაგანდას ემსახურებოდა. ამის შესახებ ინდორმაციას მედია ავრცელებს.
ნიკოლაევის მერის, ალექსანდრ სენკევიჩს ოკუპანტებმა ტექსტური შეტყობინება გაუგზავნეს და ქალაქის დათმობა შესთავაზეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფოტოსთან ერთად უცხოურ ტელეგრამ-არხებში ვრცელდება.
რუსეთის ტელეარხ “პერვი კანალზე” მთავარი საინფორმაციო გადაცემის “ვრემიას” დროს რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა გამოჩნდა, რის გამო ის მალევე გაიყვანეს სტუდიიდან.
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-4 პაკეტი შეათანხმეს. აღნიშნულ ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის ოფისი „ტვიტერის“ საშუალებით ავრცელებს.