კუნძულ "ზმეინთან" რუსული სამხედრო გემი ადმირალ Makarov-ი იწვის. უკრაინული მედიის ცნობით, გემზე აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
ინფორმაცია გემზე გაჩენილი ხანძრის შესახებ, სოციალურ ქსელში 5 მაისს გავრცელდა.
ხომალდის დასახმარებლად, დროებით ოკუპირებული ყირიმიდან სამაშველო გემები უკვე გავიდნენ. შავი ზღვის ამ რაიონში, ოკუპანტების სამხედრო თვითმფრინავებიც დაფრინავენ .
წინასწარი ინფორმაციით, გემს უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა "ნეპტუნი" მოხვდა.