ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაველ ლატუშკოს განცხადებით, რეალურად, ევროკავშირმა, პარტნიორებმა დემოკრატიულ ქვეყნებიდან სტრატეგიული შეცდომა ჯერ კიდევ 2020 წელს დაუშვეს, არ გაგებით იმისა, რომ ბელარუსების უმრავლესობამ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში, რუსეთ–უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინ აუცილებელი იყო ზუსტი გადაწყვეტილებების მიღება, გადაწყვეტილებების, რომლის თანახმად ბელარუსული მოძრაობის მხარდაჭერას გულისხმობდა.
"ისინი არ ჩქარობდნენ და ნელა იღებდნენ გადაწყვეტილებებს სანქციების გამოყენების, დიქტატორულ რეჟიმთან კონტაქტების შეზღუდვის მიმართულებით, რამაც იქამდე მიყვანა პროცესები, რომ დღეს ლუკაშენკო და მისი რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ ომში სრულად თანამონაწილეობენ. ორი კვირის წინ, თავად ლუკაშენკომ საჯარო განცხადებებში ხომ აღიარა, სხვათაშორის, მე მის საჯარო განცხადებებს ვეყრდნობი, ის იმდენად არაშორსმჭვრეტია, რომ თავად ხსნის ყველა კარტს, აღიარა, რომ მას რომ არ შეენარჩუნებინა 2020 წელს მმართველობა, არ იქნებოდა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი, ან როგორც ისინი ამბობენ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“. ერთადერთი თანამოკავშირე რუსეთის ამ ომში არის ლუკაშენკოს დიქტატორული რეჟიმი. არა ბელარუსი ხალხი, არამედ ლუკაშენკოს დიქტატორული რეჟიმი. აქედან გამომდინარე, სანქციების არ დაწესება, ბელარუსი საზოგადოებისთვის ხელის არ შეწყობით, დღეს ევროკავშირი კიდევ მორიგ სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, როდესაც ძირითად აქცენტს აკეთებს მხოლოდ პუტინზე, აღნიშნულთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერ-მინისტრთან გორდონ ბრაუნთან, ჯონ მეიჯერთან ერთად დავიწყეთ მარიონეტი პუტინის დასჯის კამპანია. ყველა საუბრობს, პუტინი, პუტინი, მაგრამ ავიწყდებათ რომ ერთადერთი მოკავშირე პუტინის არის ლუკაშენკო. ის რომ ლუკაშენკოს მიმართ არ გამოიყენება რუსეთის, პუტინის წინააღმდეგ დაწესებული შესაბამისი სანქციები , ეს სტრატეგიული შეცდომაა და მეტიც, ეს აძლევს რუსეთს სანქციებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას და ლუკაშენკოს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნულ სიტუაციაში ფული იშოვოს. ლუკაშენკოს რეჟიმი გაცილებით სუსტია პუტინის რეჟიმთან შედარებით, ვერც შევადარებთ, რადგან ბელარუსი ხალხის უმრავლესობა ომის წინააღმდეგია, რუსეთში კი პირიქით, რუსეთის უმრავლესობა პუტინის მომხრეა და ომს მხარს უჭერს. თუ ანალოგიურ ზეწოლას მოახდენს ევროკავშირი ლუკაშენკოზე, ის მალევე დაეცემა და მოუწევს ხელისუფლებას ჩამოშორდეს. შესაბამისად, ეს სახლი, ეს ჯაჭვი დაიწყებს ნგრევას, ამიტომ ვამბობ, რომ პუტინამდე გზა ლუკაშენკოს მეშვეობით გადის." – განაცხადა ლატუშკომ.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებებლია აქ