ნატოს გენ მდივანი კი არ გამორიცხავს, რომ რუსეთ უკრაინის ომი თვეები და წლები გაგრძელდეს. იენს სტოლტენბერგი რუსეთის ფედერაციას აფრთხილებს უკრაინაში ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს, რადგან ატომური ომის წარმოება დაუშვებელია და მას გამარჯვებული არ ეყოლება.
"სამწუხაროდ მზად უნდა ვიყოთ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის, რომელიც შეიძლება თვეები ან წლები გაგრძელდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროინდელი შეიარაღებით თავს ვერ დაიცავს და თანამედროვე დასავლური შეიარაღება უნდა მიიღოს. უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება უფრო მეტი მძიმე შეიარაღება. დასავლეთმა უკრაინას იარაღი უფრო ინტენსიურად უნდა მიაწოდოს. ჩვენ არ ვაგზავნით ნატოს ჯარებს უკრაინაში. ჩვენს მხარს ვუჭერთ კიევს, თუმცა ნატო გააზრებულად ამბობს უარს, რომ ომის მხარე იყოს," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.