ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდების გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი დარტყმებს განახორციელებს.
პოდოლიაკი კიევზე დღეს დილით განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს ეხმაურება და ამბობს, ვიდრე ვიღაც ითხოვს, რომ რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს მიმართავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთი კიევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის საშუალებას არ აძლევს.
რუსეთის ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სარაკეტო დარტყმები დარნიცკის და დნეპროვსკის რაიონებში განხორციელდა. დაიბომბა საქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსი რეზნიკოვი იმედოვნებს, რომ უკრაინა მომავალი 10 წლისთვის ნატოს თავდაცვითი სტრატეგიის ნაწილი გახდება.
რუსეთის დამცირების თავიდან აცილების მოწოდებებს შეუძლია მხოლოდ საფრანგეთის დამცირება, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საფრანგეთის პრეზიდენტის.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში დანგრეული ეკლესიების, ძეგლებისა და სკოლების გამო, UNESCO-ს წევრი აღარ უნდა იყოს.
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში სვიატოჰირსკის ყოვლადწმინდას ლავრა დაბომბეს, ეკლესია ამ წუთებშიც იწვის. ცეცხლმოკიდებული ტაძრის კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
უკრაინის დროშა, რომელიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის თავზე იყო აღმართული, უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი დამცირებული არ იყოს, რათა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დიპლომატიური გადაწყვეტის გზები მოიძებნოს.