უკრაინის ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME სენაკში, ოჯახის ახლობლს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ რატიმ ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო, მაგრამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ ჩაუტარებია და ისევ ფრონტის ხაზზე გავიდა, რის გამოც მდგომარეობის გართულების შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მისივე თქმით, დაღუპული მებრძოლი საქართველო–რუსეთის ომში მონაწილე იყო "სულ იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, ყველა იცნობდა როგორც გულანთებული მებრძოლს და პატრიოტს" – განუცხადა შურღაიას ახლობელმა და მეზობელმა BUSINESS TIME–ს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთთან ომში 11 ქართველი დაიღუპა. დაღუპული ქართველი მებრძოლები არიან: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე და ტატო ბიგვავა და რატი შურღაია.