საბჭოთა კავშირი – ეს ტერიტორია ისტორიული რუსეთია, თუმცა ყოველთვის პატივს ვცემდით სუვერენიზაციის პროცესებს პოსტსაბჭოთა სივრცეში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განცხადა.
პუტინის განცხადებით, რუსეთს ძმური ურთიერთობა აქვს ყაზახეთთან და იგივე მოხდებოდა უკრაინასთან დაკავშირებით, ქვეყნებს შორის კარგი სამოკავშირეო ურთიერთობა რომ ყოფილიყო.
„ნამდვილად ასეა. საჯაროდ და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვსაუბრობდი. საბჭოთა კავშირი – რა არის ეს? ეს არის ისტორიული რუსეთი. ასე გამოვიდა, რომ მან არსებობა შეწყვიტა. მინდა, ხაზი გავუსვა ამას – ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით უახლეს ისტორიაში სუვერენიზაციის პროცესებს, რომლებიც ხდებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – თქვა პუტინმა.